A1 ბანერი

ოხანაშვილი: უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხებს მოამზადებს

უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხებს მოამზადებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, რა ფორმით შეიქმნება ჯგუფი, ამაზე მსჯელობა გაიმართება.

“რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებულ პროცედურებს, მოგეხსენებათ, ამ საკითხზე ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით მუშაობს. რაც შეეხება იურიდიულ კომიტეტში შექმნას, სამუშაო ჯგუფი იქნება ეს თუ რას დავარქმევთ, ამაზე შევთანხმდებით. თუმცა უნდა შეიქმნას შესაბამის პირთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული კანდიდატების შესახებ საკითხების მომზადებას. რაც მთავარია, კონკრეტული კანდიდატები ინდივიდუალურად წარდგებიან კომიტეტის წინაშე. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე პროცესი, რომლის მიმართ მაქსიმალური სანდოობა იქნება, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. ვიმსჯელებთ, როგორი ფორმით მოხდება კონკრეტულად ამ ჯგუფის შექმნა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...