ოხანაშვილი: თუკი ვინმეს ბიუჯეტი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული, ეს იყო წინა ხელისუფლება

“თუკი ვინმეს ბიუჯეტი საკუთარ თავზე ჰქონდა მორგებული, ეს იყო წინა ხელისუფლება”,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში ზღვარგადასული ხარჯებით საზოგადოების ინტერესები ზიანდებოდა, ხოლო „ქართული ოცნების” ხელისუფლება საზოგადოებას მათ საჭიროებებზე მორგებულ ბიუჯეტს სთავაზობს.

“სწორედ წინა ხელისუფლება იყო, რომელიც საზოგადოების ხარჯზე საკუთარ კომფორტზე ზრუნავდა. ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ ხდება და ჩვენი ამოცანაა სწორედ საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ბიუჯეტი მივიღოთ და დავამტკიცოთ.

შესაბამისად, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებით, იმ საჭიროებებით, გამოწვევებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს. აქედან გამომდინარე ეს ბიუჯეტი იქნება ხალხზე ორიენტირებული ბიუჯეტი,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად