ოხანაშვილი TBC-ის საქმეზე: ეს საქმე არანაირად არ უკავშირდება ანაკლიის პორტს

ამის შესახებ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდოამრემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

“ეს არის ჩემთვის ერთი სამართლებრივი საკითხი, რომელის იქითაც პოლიტიკური საკითხების დანახვა მე ვფიქრობ არის მცდელობა სამართლებრივი საკითხიდან ამ თემის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის თემის, პოლიტიკური ჭრილში გადაზრდის. ეს საქმე არ უკავშირდება არანაირად ანაკლიის პორტს და არაერთხელ გაცხადდა, რომ ეს არის ჩვენთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ „ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/სთიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში”

აღნიშნული განცხადებების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყო, ასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად