ოხანაშვილი: ყველას ინტერესში უნდა იყოს, საკუთარი პარტია გააძლიეროს და არა ვინმესთან მიკედლებით, წარდგეს საზოგადოების შესახებ

“ვფიქრობ, ყველას ინტერესში უნდა იყოს, საკუთარი პარტია გააძლიეროს და არა ვინმესთან მიკედლებით, საკუთარი ხედვების დაფარვით, არამედ სწორედ საკუთარი სტრუქტურით წარდგეს საზოგადოების შესახებ.”

​ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ზოგიერთი პარტიის შეთავაზების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმის პირობებში პოლიტიკური პარტიებისთვის ბლოკების შენარჩუნების საკითხს უკავშირდება.

როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ თუკი, ჩვენ გვაქვს ე.წ. ნულოვანი ბარიერი, თუკი, პარტიას აქვს მინიმალისტური სტრუქტურა და შესაბამისად აქვს ხედვები, რომ წარმართოს საარჩევნო კამპანია, ყველა წინაპირობა იქნება შექმნილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი წარმომადგენლობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თუკი ექნება საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა.

“თუკი, ასეთი მინიმალისტური სტრუქტურა არ გააჩნია და სურს რომ ამის ნაცვლად, ვინმესთან გაერთიანდეს ბლოკში და რეალურად პარტია საერთოდ არ იწყოს წარმოდგენილი, ეს ეწინააღმდეგება იმ იდეას, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ პარტიების განვითარებას, რომ მომავლში ძლიერი პარტიები გვყავდეს საქართველოში. ვფიქრობ, ყველას ინტერესში უნდა იყოს, საკუთარი პარტია გააძლიეროს და არა ვინმესთან მიკედლებით, საკუთარი ხედვების დაფარვით, არამედ სწორედ საკუთარი სტრუქტურით წარდგეს საზოგადოების შესახებ”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...