ოხანაშვილი: ოპოზიციური ე. წ. ლიდერების უმეტესობას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი, ენმ-თან ამ რესურსს ვერ ვხედავ

“ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, კონსტრუქციული საუბრისთვის იმ ხალხთან, ვისაც შესწევს კონსტრუქციული საუბარი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენ ვნახეთ, რომ იქ მდგომი ძალების უმეტესობა, ოპოზიციური ე. წ. ლიდერების უმეტესობას არ სურს კონსტრუქციული დიალოგი. შესაბამისად, ნაციონალურ მოძრაობასთან კონსტრუქციული დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ. ადამიანები, რომლებიც მოუწოდებენ ადამიანებს კანონდარღვევისკენ და ბოროტად იყენებენ იქ მდგომ ზოგიერთ ახალგაზრდას და ორიენტირებულები არიან, რომ შურისძიების ყველა ფორმა გამოიყენონ, რომ როგორღაც აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, მათ ეს იმედები გაუცრუვდებათ, საქართველოში წარსულს ჩაბარდა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტიურობა. არავის მივცემთ უფლებას საკითხების დესტრუქციულად გაპროტესტება სცადონ. ჩვენ დავიცავთ აზრის და გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კანონი დაარღვიოს და დისკომფრტი შეუქმნას ჩვენ მოქალაქეებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას და რაიმე საფრთხე შეუქმნას მართლწესრიგის დაცვას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად