ოხანაშვილი ოპოზიციაზე: თუ ზრუნავენ ქვეყანაზე მაშინ ჩვენი შეთავაზება უნდა მიიღონ

“ოპოზიციას შევთავაზეთ ოპტიმალური ვერსია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე მორგებული მოდელი”-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი შეთავაზება 100/50-ზე ქვეყნის განვითარების და სტაბილურობის ერთადერთი საშუალებაა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ოპოზიცია ამ შეთავაზებას უნდა დათანხმდეს.

“ოპოზიციას შევთავაზეთ ოპტიმალური ვერსია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე მორგებული მოდელი, რომელიც არის სრულად დემოკრატიული და თუ ისინი ზრუნავენ ქვეყანაზე და არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, მაშინ ეს შეთავაზება უნდა მიიღონ,”-აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად