ოხანაშვილი: ოპოზიცია ცდილობს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინოს

“ოპოზიციას აღარ აქვს პროცესთან დაკავშირებით საუბრის საფუძველი, ისინი ობიექტურად შენიშვნას ვერ დააფიქსირებენ ამაზე და ახლა ცდილობენ თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია მოახდინონ”.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, ვინმე მოსწონდეთ ან არა, გააკრიტიკონ ან არ გააკრიტიკონ, თუმცა კანდიდატების დისკრედიტაცია აზიანებს მთლიანად პროცესს და ეს არ არის ჯანსაღი.

“გვესმის, რომ ჩვენ აქ კანდიდატები კომფორტის შესაქმნელად არ მოგვყავს. ისინი აქ მოდიან იმისთვის, რომ საკუთარი უნარები წარმოაჩინონ და ლოგიკურია, რომ იქნება კრიტიკული შეკითხვები, თუმცა ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს თითოეული კანდიდატის დისკრედიტაცია იმისთვის, რომ ამით მთლიანობაში პროცესის ან მოსამართლეების დისკრედიტაცია მოვახდინოთ. ეს არ იქნება ჯანსაღი”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკიტხთა კომიტეტში დღეს დეპუტატები შეკითხვებს დაუსვამენ უზენასესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად