ოხანაშვილი: ოპონენტებს მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ ნახონ კირკიტაძის ქმედებები და შემდეგ გააკეთონ შეფასებები

“თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„კონკრეტულად რით იხელმძღვანელა მოსამართლემ, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ფაქტებზე და გარემოებებზე დაყრდნობით. შესაბამისად მე სასამართლოს შეფასების ნაწილში ვერ შევალ, ვინაიდან ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, თუ ოპონენტებმა ვერ დაინახეს დავით კირკიტაძის ქმედებაში ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო, მაშინ გამოდის, რომ ისინი ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ ვიხილეთ, რა ქმედებებს ახორციელებდა პოლიციელებთან მიმართებაში. ეს არის სამართლებრივი საკითხი და არ მინდა, შევიდე პოლიტიკურ მსჯელობაში“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...