ოხანაშვილი: მოდად იქცა, რომ თუ პირს იბარებენ გამოკითხვაზე, თითქოს ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით მიდგომას

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ (ვატო) წერეთლის დაბარებას.

“ბოლო დროს, როგორღაც მოდად იქცა, რომ თუკი, პირს იბარებენ გამოკითხვაზე, ყველა აპელირებს, თითქოს ადგილი აქვს რაღაც პოლიტიკური ნიშნით ვინმეს მიმართ მიდგომას. კონკრეტული საგამოძიებო ორგანო როგორ საგამოძიებო ტაქტიკას ანიჭებს, ვის როდის გამოკითხავს და რა სახის საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი”.

ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პიერის დაბარება გამოკითხვაზე, ან საპროცესო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკისგან.

“​ნებისმიერი პირის დაბარება გამოკითხვაზე, თუ საპროცესო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება უნდა დავცალოთ პოლიტიკური შეფასებებისგან და არ უნდა გადავიტანოთ ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში. ბოლო დროს, როგორღაც მოდად იქცა, რომ თუკი, პირს იბარებენ გამოკითხვაზე, ყველა აპელირებს, თითქოს ადგილი აქვს რაღაც პოლიტიკური ნიშნით ვინმეს მიმართ მიდგომას. კონკრეტული საგამოძიებო ორგანო როგორ საგამოძიებო ტაქტიკას ანიჭებს, ვის როდის გამოკითხავს და რა სახის საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს, ეს არის მისი გადასაწყვეტი. თუ არის რაიმე დამატებითი კითხვები, რომელიც საჭიროებს გარკვევას, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებულ კითხვებზე გაცემული პასუხები, თუმცა ადრესატი მე არ ვარ, რომელიც ვმუშაობ პარლამენტში და მაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ადრესატი შეიძლება იყოს ის პირი, ვინც უშუალოდ აწარმოებს ამ პროცესს. როდესაც ერთი კონკრეტული, დამოუკიდებელი ორგანო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩაატაროს საგამოძიებო საპროცესო მოქმედება, კონკრეტული ორგანოა პასუხისმგებელი კონკრეტულ შეკითხვებს გასცეს პასუხი”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: 2019 წლის 10 იანვარს ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, შპს “სამგორი თრეიდი”-სა და შპს “სამგორი M”-ში წილის მფლობელი ვარ, მაგრამ ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ 700 000-700 000 ლარის ოდენობით, ხოლო პროკურატურა მილიონ-მილიონ გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ სოციუაკურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...