ოხანაშვილი მელიას საქმეზე: პოლიტიკოსი ვერ გიპასუხებთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც არც წვდომა მაქვს

პროკურატურის მიერ ბანკი “ქართუს” საქმეზე ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი სარჩელის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიები მმართველი გუნდის წევრებისთვის გაუგებარია. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოებია და  სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, პოლიტიკოსი ვერ გასცემს პასუხს კითხვებზე იმ საკითხთან დაკავშირებით რაზეც წვდომა არა აქვს.

“მე თქვენგან მესმის ეს საკითხი, რომ პროკურატურამ იშუამდგომლა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის თანახმად, პოლიტიკოსი ვერ გიპასუხებთ იმ საკითხთან დაკავშირებით რაზეც არც წვდომა მაქვს და არც ვარ ჩართული იმ პროცესში, რომელიც ეკუთვნის დამოუკიდებელ ინსტიტუციურ ორგანოს, იქნება ეს პროკურატურა თუ სასამართლო,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: პროკურატურამ ბანკი “ქართუს” გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ბრალეულობასთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად