ოხანაშვილი ხაბეიშვილზე: როდესაც ირაკლი ზარქუას ურტყამს და აგინებს, ამ ადამიანებსაც უყურებენ თავიანთი ოჯახის წევრები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს მეტი სიფრთხილე მართებს, მათ შორის ამავე პარტიის წევრებს. 

“როდესაც გამოდის ხაბეიშვილი და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები უყურებენ ამას. მე შემიძლია დავეთანხმო მას იმაში, რომ რა თქმა უნდა, მას და მის ქმედებებს უყურებენ, მისი შვილები და დანარჩენი ოჯახის წევრებიც და სწორედ ამიტომ, სრულიად მიუღებელია ამ ფორმით კომუნიკაცია და ურთიერთობა. თუმცა, როდესაც ეს ადამიანი კორუფციაზე ბრალს დებს მის კოლეგებს და როდესაც ირაკლი ზარქუას ურტყამს და აგინებს, ამ ადამიანებსაც უყურებენ თავიანთი ოჯახის წევრები. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს თითოეულს,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ: 24 იანვარს, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად