ოხანაშვილი იზორიაზე: ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა და ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხია

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივნის და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად დანიშვნის თემაზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“ზოგადად გეტყვით იმას, რომ ელჩების როტაციის პრინციპი მიღებული ფორმაა. ეს არის საკითხი, რომელიც გარკვეულ დროს დგება ხოლმე, შესაბამისად ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხი ელჩის როტაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს და სხვა კონკრეტულ საკითხებს, თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს.

მისივე განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად