ოხანაშვილი: გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ, პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია

“მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია.” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის შეფასებისას და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის, ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა, პირველივე დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი. მაშინაც კი, როცა არ იციან, რა არის დღის წესრიგი თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვიმსჯელოთ, აკეთებენ ასეთ განცხადებებს.

მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია და მიუხედავად იმის, რა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ისინი ფიქრობენ გამოეთიშონ პროცესს და ამით ცდილობენ პროცესის დისკრედიტაციას. ამის მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და მოვახერხებთ კონკრეტული შედეგის დადებას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...