A1 ბანერი

ოხანაშვილი: გამოვრიცხავ, კუპრავასთან მიმართებაში რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი?!

ამის შესახებ,საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“გამოვრიცხავ, კუპრავასთან მიმართებაში რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. პირველი – ნებისმიერ კანონდამრღვევის მიმართ უნდა მოხდეს რეაგირება და გეგეშიძესთან მიმართებაში რეაგირება მოხდა და პროცესი მიმდინარეობს ჯერ კიდევ, გირაოთი გამოშვება არ ნიშნავს ვინმეს გამართლებას. კუპრავამ თუ დააშავა, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა, რა სახის ღონისძიებას გამოიყენებენ და შემდგომ სასამართლო როგორ იმსჯელებს ამაზე,”-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...