ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა მშვიდი, სტაბილური, სამართლიანი თამაშის წესები

“ჩვენი ამოცანაა მშვიდი, სტაბილური, სამართლიანი თამაშის წესები”,-ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოახანაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი ამოცანაა მშვიდი, სტაბილური, სამართლიანი თამაშის წესები…შეგიძლიათ გადახედოთ ჩვენს კამპანიებს. ჩვენ როგორ პიარ კამპანიას ვაწარმოებდით და რა დროს ვუთმობდით ჩვენი ხედვების წარმოდგენას და შეგიძლიათ გადახედოთ სხვა ოპოზიციონერი პარტიების მიერ წარმოებული საარჩევნო კამპანიების საეთერო დროები, თუ რა დრო უთმობდნენ საარჩევნო ანტირეკლამას. ეს არის ძალიან დიდი განსხვავება. ჩვენზე მეტად დიდ დროს იყენებდნენ ოპოზიციური რეკლამები ანტირეკლამებისთვის”,-განაცხადა ანრი ოხანაშილმა.

ცნობისთვის, დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაშა გაიმრთა. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად