ოხანაშვილი ბეჟაშვილს: როდესაც დეპუტატი მანდატურზე ძალადობს, სამარცხვინო და დეპუტატის საქმიანობასთან შეუფერებელი საქციელია – დატოვეთ სხდომა

ბატონო ლევან, თქვენ კადრები ნახეთ პლენარული სხდომის წინ რაც ხდებოდა, კმაყოფილი ხართ თქვენი საქციელით?! მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სამარცხვინო საქციელი, – ასე მიმართა ანრი ოხანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ბეჟაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ცესკო-ს წევრობის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატებს უსმენენ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილს სხდომის დატოვება სთხოვა.

„როდესაც დეპუტატი მანდატურზე ძალადობს ეს სამარცხვინო და დეპუტატის საქმიანობასთან შეუფერებელი საქციელია. ეს არ შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ სხდომა. პარლამენტის წევრმა უნდა იჭიდაოთ?! სიმბოლურია, რომ ტოვებთ სხდომათა დარბაზს. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე როდესაც ძალადობს მანდატურზე ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ცესკო-ს წევრობის და თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენა უნდა გაიმართოს, დატოვა.

კომენტარები
იტვირთება...