ოხანაშვილი: არ გამოვრიცხავ რობაქიძემ თავდასხმის ინსცენირება მოაწყოს და ჩემკენ გამოიაშვიროს ხელი

ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვახტან რობაქიძის ბრალდებებს.

ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ოჯახის წევრების თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენა, თავისუფალია.

გათავისუფლების შემდეგ რობაქიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მის მიმართ საქმე შეიკერა და დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს.

“ამ ადამიანმა ზღაპრები მოუყვეს იმათ, ვინც დაარიგა მას ეს ყველაფერი.

ნაცვლად იმისა რომ მან მოინანიოს ეს ყველაფერი, მე არ გამოვრიცხავ, მისი ასეთი საქციელი, რაც მან განახორციელა, რომ ის მოქმედებდა შეკვეთით და ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით.

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი მოქმედებდა შეკვეთით. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანმა ან თვითდაზიანებები მიიყენოს ან მოაწყოს ინსცენირება მასზე თავდასხმის და შემდეგ, ჩემსკენ გამოშვიროს ხელი” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის სასამართლომ ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის 3 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, 2020 წლის 18 იანვარს  მას ბრალი დაუმძიმდა. ხულიგნობისა და მუქარის მუხლით მიმდინარეობს მის წინააღმდეგ გამოძიება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შეგახსენებთ, პარტია “ლელოს” წევრმა ანრი ოხანაშვილს და მის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე დღის წინ მიაყენა. თავად დეპუტატის განცხადებით, რობაქიძე მას და მის ოჯახს ემუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად