ოხანაშვილი: არ გამოვრიცხავ ბესელიას საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში უხამსი განცხადებების გამო

„მე არ გამოვრიცხავ, რომ ზოგადად ეკა ბესელიას საკითხი დადგეს ეთიკის საბჭოში, მისი უხამსი და სრულიად არაადეკვატური განცხადებების,“ – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას და ვანო ზარდიაშვილის დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბესელიას განცხადებები არაადეკვატურია, შესაბამისად მიიჩნევს რომ ეკა ბესელიას საკითხი ეთიკის საბჭო უნდა დადგეს.

“ეს ადამიანი (ეკა ბესელია) ბოლო დროს გამოირჩეოდა ძალიან შეურაცხმყოფელი ეპითეტებით და ცუდი რიტორიკით. ზარდიაშვილთან მიმართებაში მას არაფერი აქვს სათქმელი, არც მორალური უპირატესობა გააჩნია ზარდიაშვილთან მიმართებაში,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...