ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი (ფოტორეპორტაჟი)

კინჩხას ჩანჩქერი, ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს.

ზედა ორი საფეხური მდინარე. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდინარე საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...