ოჯახურ ძალადობაზე “გოშხეთელიანი-ბაკურაძის საქმის განხილვა” ხვალ განახლდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი ხმაურიანი საქმის "გოშხეთელიანი-ბაკურაძის საქმის განხილვა გრძელდება. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის ადვოკატის მიმართ მუქარის ფაქტებზეც.

როგორც ლედი ტუკვაძე ამბობს ცნობილია იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ადვოკატ ლედი ტუკვაძეს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

"ეს იყო საკმაოდ ორგანიზებული ჯგუფი, რომელთა ინტერესს არა გრიგოლ ბაკურაძე, არამედ გოჩა ბაკურაძის საქმიანობა წარმოადგენდა. იყო მუქარები, რომ თუ ბაკურაძის ინტერესების დაცვას არ შევწყვეტდი, აუცილებლად გამისწორდებოდნენ," -ამბობს ადვოკატი. 

ადვოკატი თვლის, რომ პასუხი უნდა გაეცეს გრიგოლ ბაკურაძის საქმეში არსებულ კითხვებს.

გასულ კვირას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი და ფსიქოლოგი დაიკითხეს.

პროცესზე მთავარი კითხვები დაისვა დეა გოშხეთელიანის მამის ცხვირთან დაკავშირებით. როგორც გოშხეთელიანები ჩვენებაში აღნიშნავენ,  დეა გოშხეთელიანის მამამ შემთხვევის დროს მიიღო ცხვირზე დაზიანება. თუმცა, დაცვის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ დიმიტრი გოშხეთელიანს ცხვირზე დაზიანება შემთხვევის დროს არ მიუღია, პროცესზე ასევე, გამოკვლეული იყო აუდიო დისკი, რომელიც დაცვის მხარემ წარმოადგინს, სადაც ისმოდა კონფლიქდი მონაწილე პირების ხმა.  თუმცა მათ შორის რა იყო მცირეწლოვანი ბავშვის.

ფსიქოლოგი ნათია წერეთელი აცხადებს, გრიგოლ ბაკურაძე სოციალურად ადაპტირებული და ნორმალური ადამიანია. ფსიქოლოგის დასკვნით, ბაკურაძეზე დეა გოშხეთელიანის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ხდებოდა.

"ის იყენებდა შეურაცხნყოფელ და ღირსების შემლახველ სიტყვებს. ემუქრებოდა საჯარო შერცხვენით. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კიბერ ბულინგს,"- ამბობს ფსიქოლოგი. 

პროცესზე ასევე დაიკითხა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. რომელმაც უპასუხა, რამდენად შეესაბამებოდა ყველა ის დაზიანება რომელიც ასახული ქონდათ სამხარაულის ექსპერტებს,  რამდენად შესაბამისობაში მოდიოდა ერთმანეთთან დასკვნები და გოშხეთელიანების ჩვენებები. 

ნიკოლეიშვილის თქმით, დეა გოშხეთელიანს და მამამისს ნამდვილად აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები, თუმცა ექსპერტი აცხადებს რომ ეს დაზიანებენი არ მოდის შესაბამისობაში, გოშხეთელიანის და მამამისის ჩვენებასთან.

ნიკოლეიშვილის თქმით, დაზიანებები აღენიშნებოდა თავად გრიგოლ ბაკურაძესაც, რომელსაც ექსპერტიზა მომხდარიდან მეშვიდე დღეს, 10 იანვარს ჩაუტარდა.

ექსპერტის თქმითვე, როცა მაგდალენა გოშხეთელიანი აცხადებდა რომ ბაკურაძე სახეში ურტყამდა, რეალურად გოშხეთელიანს აღენიშნებოდა ორი დაზიანება თვალთან და ხელზე, რომელი დაზიანებებიც იყო მსუბუქი და არ იყო მძიმე.

მორიგი სასამარლო პროცესი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...