ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი მკაცრდება

პარლამენტმა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

ცვლილება ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა დაისჯება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებული იქნება, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე, გენდერის ნიშნით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოება გახდა და სანქცია იქნება უფრო მკაცრი.

გარდა ამისა, პირს შემაკავებელი ან დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება.

მსგავსი სიახლეები

არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 2 წლიანი…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის…
კომენტარები
იტვირთება...