ოგბაიძე 26 მაისზე:”ეს იყო ოპერაცია “ყულფი”, გასაქცევი არ დაგვიტოვეს, 1000-ზე მეტი დაიჭირეს, 4 ადამიანი კი დაიღუპა”

ასე იხსენებს 2011 წლის 26 მაისის დარბევას თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე.

„ჩემი შვილები უღმერთოდ აწამეს, მე უგონოდ შემიტანეს საავადმყოფოში. როდესაც თვალი გავახილე, თავზე მედგა ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელმაც გასცა ბრძანება, ადგილზე დავეპატიმრებინეთ. საბუთიც კი არ შეუდგენიათ, რომ დაპატიმრებული ვიყავი.

რაც შეეხება ჩვენს ოჯახს, გაიყიდა ჩემი ქონება, სახლ-კარი, მიწა, ნაკვეთი და ა.შ. მაგრამ ამას კიდევ გადაიტანს ადამიანი. ჩემს უფროს ვაჟს უღმერთოდ აწამებდნენ, წყალს უსხამდნენ ლეიბზე, ყოველი დილა იწყებოდა ცემით. საათში ერთხელ „მიშა მაგარია-ს“ ასმენინებდნენ.

9 აპრილის მონაწილეც ვარ და 1989 წლიდან არც ერთი მიტინგი, არც ერთი თავყრილობა ჩემი და ჩემი მეგობრების გარეშე არ ჩატარებულა, მაგრამ ასეთი სისასტიკე, რაც ჩვენ 26 მაისს ვანახეთ, არ მინახავს. ეს იყო ოპერაცია „ყულფი“, როდესაც გასაქცევი არ დაგვიტოვეს, როდესაც დააპატიმრეს 1000-ზე მეტი ადამიანი, 4 ადამიანი დაიღუპა. შემდგომ, გვამების მოყვარულმა ვანო მერაბიშვილმა ერთი გარდაცვლილი ადამიანი ზემოთ, სახურავზე რომ შემოდო ესეც ყველამ ვნახეთ. ეს იყო უსასტიკესი, ბართლომეს, სააკაშვილის ღამე. ამიტომ, ეს ორგანიზაცია ფეხს ვერასდროს მოიკიდებს საქართველოში. სააკაშვილმა და ამ ორგანიზაციამ, როგორც დამნაშავე ორგანიზაციამ, პასუხი უნდა აგოს“ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-13 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნა იყო: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად