ოდიშარია ჟურნალისტს: გაქვთ დავალება “კალაბოკა” მათქმევინოთ, ზღაპარი წაკითხული მაქვს…

ამის შესახებ, “ქართული ოცნების” წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოდიაშიას “კალაბოკასთან” შესაძლო საუბარს ეხებოდა.

ბექა ოდიშარიას თქმით, საარჩევნო უბანზე  “კალაბოკა”  მას არ უნახავს და არც უხსენებია.

ჟურნალისტი: არ გიხსენებიათ წეღან “კალაბოკა”?

ბექა ოდიშარია: ვისთან ვახსენე?! სად ნახეთ?! არა, როგორ გეკადრებათ.

ჟურნალისტი: არ გისაუბრიათ?!

ბექა ოდიშარია: არა, თქვენ გაქვთ ალბათ დავალება რომ ახლა მათქმევინოთ. ზღაპარი მაქვს წაკითხული ბავშვობაში.

 

ცნობისთვის, ოქროყანის 31-ე საარჩევნო უბანზე “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია და ლევან თოფურიძე, იგივე “კალაბოკა” ერთმანეთ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.  ოპოზიცია ლევან თოფურიძეს, კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირში და ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად