ოდიშარია S&P Global Ratings-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებაზე: მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება

პარლამენტის წევრი, კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ სააგენტოს მიერ დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია.

მისი თქმით, ძალიან პოზიტიური მოვლენაა, რომ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Standart & Poor’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში ამ ქვეყნებთან შედარებით კვლავ მაღალი იქნება.

,,ასევე, დადებითადაა შეფასებული მთავრობის გადაწყვეტილებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას, ექსპორტის გაფართოებას და ინვესტიციების მოზიდვას. პოზიტიურადაა შეფასებული სახელმწიფოს მიერ გაწეული კაპიტალური ხარჯები და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები. სარეიტინგო სააგენტოს აქვს მოლოდინი, რომ ეს ღონისძიებები და ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ დადებითადაა შეფასებული მთავრობის რეფორმები და ინიციატივები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე ისეთი ინიციატივები, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება, დეპოზიტების დაზღვევა და მიწის რეფორმა. ცალკეა აღნიშნული საგადასახადო სისტემის რეფორმები და განათლების რეფორმა“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად