ოდიშარია: 2500 ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა, მათთვის ხელახალ დაბადებას ნიშნავს

ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარe ბექა ოდიშარია, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, 2500 მობინადრეს m2 საცხოვრებელ ფართებს აუშენებს.

“დღეს ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის და პოლიტიკოსისათვის ტერმინმა “პასუხისმგებლიანი მთავრობა” სრულიად ახალი სიმაღლე და მნიშვნელობა შეიძინა და ეს განცდა უკავშირდება თბილისის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილებას, რომელიც 2500 ოჯახისათვის, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ხელახალ დაბადებას ნიშნავს, ხოლო ათასობით ამ ტიპის პრობლემის მქონე ადამიანს უქმნის მყარ იმედს იმისას, რომ ხვალ აუცილებლად დადგება მათი ჯერი და უმტკიცებს რწმენას იმისას, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ნამდვილად ზრუნავს მათზე.

მადლობა თბილისის მერს და სამშენებლო კომპანია m2 ამ ძალიან მნიშვნელოვანი ძალიახმევისათვის”,-განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, “სვეტისგან” დაზარალებულ 2500 მობინადრეს m2 აუშენებს საცხოვრებელ ფართებს. კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...