ODIHR: უზენაესის მოსამართლების არჩევა პარლამენტში არსებული შეფერხებების ფონზე ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ანგარიში გამოაქვეყნა.

“ODIHR-მა 10 სექტემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც შეფასდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე მოსამართლეთა შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი, რის შედეგადაც განისაზღვრა პარლამენტში განსახილველად წარსადგენი (წარდგენის ეტაპი) 20 კანდიდატის სია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ანგარიშის მიზანია შერჩევის სრული პროცესის შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, მოცემული
ანგარიში ძირითადად ფოკუსირდება შერჩევის პროცესის საპარლამენტო ეტაპზე, შესაბამისად მისი წაკითხვა უნდა მოხდეს პირველი ეტაპის ანგარიშთან ერთად.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის ბოლოდროინდელი რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, თუმცა, სამართლებრივი ჩარჩო არ არის პრევენციული ხასიათის მატარებელი, პროცესზე მიკერძოებული პოლიტიკის გავლენის წინააღმდეგ და არ იძლევა გარანტიას, რომ გადაწყვეტილებების მიღება ობიექტური, დამსახურების შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ხდება, რაც საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. პროცესის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და პარლამეტს მეტი ძალისხმევა დასჭირდა პროცესის დასარეგულირებლად, რათა უზრუნველყოფილიყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი, და ასევე გადაჭრილიყო ინსტიტუციისა და პროცესისადმი საზოგადოებრივი ნდობის საკითხი. .აგრეთვე მოსამართლეთა დასანიშნად პლენარული კენჭისყრის გაგრძელების გადაწყვეტილება , პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის, პროცესის გადადების მოწოდების და კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე არსებული მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას – პროცესი ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფს
ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ზრდის საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ” – ნათქვამია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ანგარიშში,

სრული ანგაროშო ოხილეთ აქ: დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ანგარიში გაიმაქვეყნა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად