ოდესის ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილს: საქართველოდან ხალხმა ქვების სროლით გამოგაგდო

ოდესის ყოფილი გუბერნატორი იგორ პალიცა, თავის შემცვლელს, მიხეილ სააკაშვილს წარსულს ახსენებს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ქართველმა ხალხმა ქვების სროლით ქვეყნიდან გამოაგდო. ამის შესახებ მან მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის კომენტირებისას, საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაპოსტა.

"მე მესმის, თუ რატომ გამოხვედით მწყობრიდან და გაიქეცით, როდესაც ტელეკომპანია 1+1-ის ჟურნალისტმა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თმის ღერო გთხოვათ. თქვენ იცით, რომ დრო ყველაფერს თვის ადგილებზე დაალაგებს. საქართველოდან თქვენ ხალხმა ქვების სროლით გაგაგდოთ. ვნახოთ, როგორ დატოვებთ ოდესას",-აღნიშნავს პალიცა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. უკრაინაში თანამდებობაზე ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. მასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: ეკა ზღულაძე – შს მინისტრის მოადგილე. ლევან ვარშალომიძე – პრეზიდენტის მრჩეველი. გია გეწაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დავით საყვარელიძე – გენპროკურორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად