ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ გიორგი კეკელიძე თავის ფეისბუქ გვერდზე წერს და ფოტოებსაც ავრცელებს.

"დღეს ოდესის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. ეს ორმოცდამეათე ქართული წიგნის კუთხეა, რაც საზღვარგარეთ მოვაწყვეთ.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ვაპირებთ ოდესის ბიბლიოთეკაში დაცული სრულიად უნიკალური მასალის გაციფრებას საქართველოს შესახებ. დიდი მადლობა დახმარებისთვის საქართველოს საკონსულოს და თორნიკე ბერეკაშვილს, ასევე ჩვენს უკრაინელ კოლეგებს", – წერს კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად