ოდესის კოლეჯში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

შაბათს, ღამით, მაშველებმა ოდესის კოლეჯში ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

” ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, 10 ადამიანის ბედი უცნობია.

სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა, მათგან 17 საავადმყოფოებში რჩება, 6 დეკემბერს სამედიცინო დაწესებულებიდან ცხრა ადამიანი გაწერეს.

ოთხშაბათს, 10:12 საათზე, ოდესის კოლეჯში ექვსსართულიანი სასწავლო კორპუსის მესამე სართულზე, ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 4 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწია. 14:18 საათზე ხანძრის ლოკალიზება მოხდა, მაგრამ ჯერ სრულად ლიკვიდირებული არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად