ოდესაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა 

წუხელ, ღამით, ოდესის სატუმრო “ტოკიო სტარში” ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული პრესის ინფორმაციით ცეცხლი 1000 კვ.მ. ფართობს მოედო,რის შედეგადაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა.

ხანძარი, რომლის შესახებაც შეტყობინება 01 საათსა და 34 წუთზე შევიდა, დილის 4 საათსა და 32 წუთზე ჩააქრეს. ხანძრის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის 65 მაშველი მონაწილეობდა.

სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმროში 200 კაცი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ არაფერია ცნობილი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...