ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზე: პროკურატურას დაზარალებულებთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს, ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაცია უხარვეზოდ მიმდინარეობს. საუბარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, რომლის მასალების გაცნობის საშუალება სახალხო დამცველს ხვალიდან მიეცემა.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ, სახალხო დამცველმა მედიასთან სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ამ საქმის გაშუქებისას, რათა არ მოხდეს ოჯახის პირად სივრცეში შეჭრა.

მან ისაუბრა პროკურატურის გადაწყვეტილებაზეც. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულ მხარესთან კომუნიკაცია უხარვეზოდ მიმდინარეობს:

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, მე რაც სახალხო დამცველი ვარ, მკაფიოდ იკვეთებოდა პრობლემა როდესაც ბრალდებულებიც მოგვმართავდა და დაზარალებულიც  და გვეუბნებოდა, პროკურატურა არ ვიცი რას აკეთებს ამ საქმეში და წარმოადგენს ჩემს ინტერესს თუ არაო.

ეს იყო ძალიან დიდი დეფიციტი, რაც გამოჩნდა ხორავას ქუჩის საქმეშიც. ალბათ, ეს გამოცდილება გამოასწორა, რამე შეცვალა პროკურატურამ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ კომუნიკაციის დეფიციტი დაზარალებულთან არ არსებობს.

ოჯახმაც განმიცხადა, რომ აქვთ მათთან ინტენსიური კომუნიკაცია,ყველა კითხვაზე იღებენ პასუხს და გამოძიების მისამართით, დღეის მდგომარეობით მათ არ აქვთ პრეტენზიები.” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად