ობამა: თუ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა, გვერდზე ვერ გავდგებით

გაეროს ანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამამ სირიის პრეზიდენი ბაშარ ასადი ტირანად მოიხსენია. ობამასათვის მიუღებელია ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და იმ სახელმწიფოთა ლიდერები, ვინც ამას აკეთებენ, მკაცრად გააკრიტიკა.

"მაშინ ამ ლოგიკით ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ასადის მსგავს ტირანებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ბომბებით უსწორდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ თავისუფლებას ითხოვენ" – განაცხადა ბარაკ ობამამ. ამერიკის  პრეზიდენტის განცხადებით,  ის მზადაა სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან და ირანთანაც. თუმცა, ობამას ომადელი სტატუს ქვოს აღდგენა სირიაში დაუშვებლად მიაჩნია. ობამას აზრით, კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია კომპრომისი. ამავდროულად  ობამა  მიიჩნევს, რომ აუცილებელია სირიაში ასადის ხელისუფლება შეიცვალოს და ისეთი მთავრობა მოვიდეს, რომელიც ხალხის ინტერესების დამცველი იქნება.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს  სხვადასხვა კუთხეებში დემოკრატია  ადგილობრივ კულტურულ ტრადიციებს უნდა ეფუძნებოდეს, თუმცა დემოკრატიის ბაზისური დებულებები უცვლელი უნდა დარჩეს. საკუთარი დამოკიდებულება ასადისადმი ობამამ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის წინ დააფიქსირა. საკუთარ გამოსვლაში ობამამ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკა გვერდზე ვერ გადგება მაშინ, როცა რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა ირღვევა.ობამას შეფასებით, თუ რუსეთი უკრაინასთან ურთიერთობაში დიპლომატიას აირჩევდა და არა იარაღს, ეს კარგი იქნებოდა უკრაინისთვის და თავად რუსეთისთვისაც. რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ გამაპირობა ის, რომ უკრაინა ახლა უფრო მეტადაა ორიენტირებული ევროპაზე,  ვიდრე  ადრე განაცხადა ობამამ. რაც შეეხება რუსეთს, ობამას შეფასებით სწორედ კონფლიქტის ესკალაცია  გახდა მიზეზი რუსეთის ეკონომიკური პრობლემების, რუბლის გაუფასურების და ქვეყნიდან განათლებული ადამიანებისა და უცხოური კაპიტალის გადინების.

კომენტარები
იტვირთება...