კობაიძე: დავით ფურცხვანიძემ რა ოფიციალური მტკიცებულება გააყალბა, რომელიც საქმეში იყო ჩადებული?

“მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კონკრეტული მოქმედებებით პროკურატურა თავის მართლების რეჟიმზეა გადასული. თითქოს ცდილობს რაღაც კონკრეტული თემა გადაფაროს. მტკიცებულებების ფალსიფიკაცია მსგავსად არ ხდება ან რა ოფიციალური მტკიცებულება გააყალბა, რომელიც საქმეში იყო ჩადებული? სამართლებრივად სასაცილოა”, – ასე აფასებს ადვოკატი ლექსანდრე კობაიძე დავით ფურცხვანიძის დაკავებას.

” ჯერ უნდა დადასტურდეს რომ ფაქტი მტკიცებულებაზეა დამყარებული. ფაქტია, ბატონ შოთაძეს სადავეები გაექცა და ის მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ “ტვპირველთან”.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე “სპუტნიკ ტვ”-ის დამფუძნებელი დავით ფურცხვანიძე დააკავა

მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

ანალიტიკური სააგენტო ხელმძღვანელი,”სპუტნიკ ტვ”-ის დამფუძნებელმა დავით ფურცხვანიძემ განაცხადა რომ ე.წ. სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა გაავრცელა, მისი მოპოვებულია და აღნიშნა, რომ  სატელიტის ფოტოები ხელთ კი არ ჩამივარდა, ჩემით მოვიპოვე

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღემდე უნდობლობას გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად