NYT: შესაძლოა, Johnson & Johnson–ის დაახლოებით 70 მილიონ დოზა ვაქცინას წუნი დაედოს

შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson–ის დაახლოებით 70 მილიონ დოზა ვაქცინას წუნი დაედოს. ამის შესახებ პარასკევს The New York Times–მა განაცხადა.

გაზეთის ცნობით, საუბარია ბალტიმორის (მერილენდის) ქარხანაში წარმოებულ წამლებზე. სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ამჟამად განიხილავს კომპანიის პროდუქციის ხარისხს, რათა დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა მათი გადაზიდვა მომხმარებლებამდე. ვაქცინების უმეტესობა განკუთვნილია შეერთებული შტატებისთვის.

მანამდე, ბალტიმორის იმავე ქარხანაში, იმავე კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის 15 მილიონი დოზა დაიწუნეს, რადგან მათ ხარისხის კონტროლი ვერ გაიარეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...