ამერიკულმა ფირმამ, რომელსაც ტიმოშენკო “შავ პიარსა” და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებდა, ტიმოშენკოს 11 მილიონი გადაუხადა

ნიუ-იორკის საადვოკატო ფირმამ Skadden, Arps, Slate, Meagher & Flom 11 მილიონი აშშ დოლარი, ან მეტი გადაუხადა უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სარჩელის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ამავე ფირმას ადანაშაულებდა პოლიტიკურ დევნაში. ამის შესსახებ The New York Times-ი წერს.

შეთანხმება, რომელიც, როგორც The New York Times-ი წერს, აქამდე არ იყო ცნობილი, უკავშირდება ფირმის წარმომადგენლობას. ამბავი ხდება 2012 წელს, მაშინდელი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დროს.

ფირმის მიერ უკრაინაში ჩატარებული საქმიანობა, რამაც უკვე გამოიწვია ფედერალური გამოძიება და ჯარიმები, მოხდა კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების გამო, რომლის თანახმადაც, ბატონი იანუკოვიჩის მოკავშირეები ცდილობდნენ გაემართლებინათ მისი მთავრობის საქციელი ქალბატონი ტიმოშენკოს, ბატონი იანუკოვიჩის წამყვანი მეტოქეს მიმართ. იგი 2011 წელს დააპატიმრეს სამსახურეობრივი პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენების გამო, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ ფართო დაგმო და პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად სცნო.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ბატონი იანუკოვიჩის მთავრობა დაეცა, ქალბატონი ტიმოშენკო გაათავისუფლეს ციხიდან და მაშინ დადგა ამ საქმის და ამ ფირმის წინააღმდეგ შურისძიების დროც.

2018 წლის დეკემბერს, ვაშინგტონში, New York Times- თან ინტერვიუში, მან გაიხსენა, რომ “ძალიან მტკივნეული იყო” იმისთვის ყურება, თუ რას აკეთებდა ეს ფირმა მაშინ, “როდესაც მე ციხეში ვიყავი და ამას მარტოობაში ვუყურებდი.”

ინტერვიუს დასრულების შემდეგ, მან და მისმა ადვოკატმა, სერგეი ვლასენკომ, რომელიც ასევე ირწმუნება, რომ მას იანუკოვიჩის მთავრობა უსამართლოდ მოექცა, იურიდიული ფირმა Reid Collins & Tsai-ს მეშვეობით შეისწავლა სკადდენზე საქმის გასაჩივრების შესაძლებლობა.

სკადდენმა 11 მილიონი აშშ დოლარი, ან მეტი გადაიხადა საქმის მოსაგვარებლად, სანამ საქმის განხილვა მოხდებოდა. როგორც ჩანს, ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები, Reid Collins-დან გადაეცა ქალბატონ ტიმოშენკოსა და ვლასენკოს.

როგორც ჩანს, ეს შეთანხმება ასახულია ქალბატონ ტიმოშენკოსა და ვლასენკოს მიერ უკრაინის მთავრობაში წარდგენილ ჩანაწერებში, რაც აჩვენებს, რომ მათ, თითოეულმა დაახლოებით 5,5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო Reid Collins-დან.

ჩანაწერებში არ არის ნახსენები სკადდენი. თავის ჩანაწერებში, ბატონმა ვლასენკომ თანხა დაახასიათა, როგორც “უცხოური შემოსავალი”. ქალბატონმა ტიმოშენკომ იგი აღწერა, როგორც “2011-2014 წლების პოლიტიკური რეპრესიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიიღო შეერთებულ შტატებში წინასწარი შეთანხმების ეტაპზე.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად