NYT: მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“77 წლის მაიკ ბლუმბერგი გეგმავს, რომ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტები მიმდინარე კვირაში ალაბამას შტატში გეგმავს”,-განაცხადა ბიზნესმენის გარემოცვასთან დაახლოებულმა წყარომ.

თუმცა, როგორც მედია აღნიშნავს, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ადრე, ბლუმბერგის მრჩეველმა ჰოვარდ ვოლფსონმა აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს “ერისთვის უპრეცედენტო საფრთხე” უწოდა და შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ამჟამინდელი საპრეზიდენტო კანდიდატები ” ძალიან კარგ მდგომარეობაში არ არიან”, რათა 2020 წელს დონალდ ტრამპი დაამარცხონ.

მარტში, მაიკლ ბლუმბერგმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად