NYT: ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, რომ მოითხოვოს ჯულიან ასანჟის ექსტრადაცია ბრიტანეთიდან აშშ-ში

ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაერთიანებული სამეფოსგან WikiLeaks–ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ექსტრადიციის მოთხოვნას აპირებს. იუწყება The New York Times.

„გამოცემას მოჰყავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც ასევე ასრულებს გენერალური პროკურორის, მარკ რაიმონდის როლს. ”ჩვენ ვაგრძელებთ ექსტრადიციის მოთხოვნას”, – თქვა დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. როგორც გამოცემაშია ნათქვამი, ”ბაიდენის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ამ მომენტში იგი აგრძელებს მისი წინამორბედის მცდელობებს ჯულიან ასანჟის სამართალწარმოების წინაშე”.

მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ კვირაში ლონდონის სასამართლოს გაუგზავნა დოკუმენტები გასაჩივრების შესახებ. განჩინების თანახმად, ასანჟის გადაცემა შეუძლებელია ამერიკული მხარისთვის. გამოცემაში წერია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ადრე აპირებდა ბრიტანეთის სასამართლოსთვის იმ მასალების მიწოდებას, რომლებიც ადასტურებს, რომ ამერიკის ციხეებში პატიმრებს ჰუმანურად ექცევიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...