NYT: ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ერთობლივი ოპერაციები განაახლეს

ამერიკელმა და ერაყელმა სამხედროებმა ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად ერთობლივი ოპერაციები განაახლეს,-ინფორმაციას გამოცემა New York Times– ი ორ ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თქმით, ერაყელი და ამერიკელი სამხედროების ერთობლივი ოპერაციები ოთხშაბათს, 15 იანვარს განახლდა.

როგორც მათ განმარტეს, ჯარისკაცებს სურდათ, “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოპერაციები რაც შეიძლება სწრაფად გაგრძელებულიყო, რათა მათი სავარაუდო გამარჯვების შესახებ ტერორისტების მხრიდან პროპაგანდა თავიდან აეცილებინათ. ეს საკითხი კი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც შეერთებულმა შტატებმა და ერაყმა ერთობლივი სამხედრო ოპერაციები შეაჩერეს. მიზეზი ისლამური რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთი ლიდერის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია იყო, რომელიც იანვრის დასაწყისში ერაყში აშშ-ს მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განხორციელდა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ირანმა ერაყში სამხედრო ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროები იყვნენ განლაგებული, ავიაიერიშები განახორციელა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები ამოქმედდება.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად