NYT: ამერიკამ ავღანეთში ”თალიბანის” წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერა

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთში ტერორისტული მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების წინააღმდეგ თავდასხმები გააძლიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პენტაგონმა ავღანეთში „თალიბანის“  წინააღმდეგ საჰაერო იერიშებისა და სპეცოპერაციების რაოდენობა გაზარდა.

როგორც მედია აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები ამ პოლიტიკას მოლაპარაკებებში დამატებით ბერკეტად იყენებს.

პარალელურად, მოლაპარაკებების დროს „თალიბანის“ წარმომადგენლებმა შეერთებული შტატების მხრიდან თავდასხმების გაზრდის შესახებ დაიჩივლეს.

6 თებერვალს, ამერიკის ლიდერმა კონგრესში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი გეგმავს, ამერიკის შეერთებული შტატების ომებში მონაწილეობის მიღების შესახებ მიდგომებს გადახედოს.

“ახალი მიდგომას მაშინ დაგპირდით, როდესაც ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდით. დიდი ქვეყნები გაუთავებელ ომებში არ მონაწილეობენ”, – განაცხადა ამერიკის ლიდერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ირანის ხელისუფლების პოლტიკის მონიტორინგს გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...