ვაკის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, ახალი სამგზავრო ლიფტები ნუცუბიძის N221-ში და ფალიაშვილის N78 ა-ში დამონტაჟდა.
პროექტების ფარგლებში, განახლდა ლიფტების სხვადასხვა მექანიკური დეტალი, დამონტაჟდა ახალი კაბინა, კარები და ჩარჩოები.
ორივე პროექტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 31 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე განხორციელდა.