ნუცუბიძის N179-ში და ფალიაშვილის N27/29-ში ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვის საფუძველზე, ლიფტები რეაბილიტირდება.

ამჟამად, აღნიშნული სამუშაოები ნუცუბიძის N179-ში და ფალიაშვილის N27/29-ში დასრულდა, რისთვისაც, დაახლოებით, 35 000 ლარი გამოიყო.

პროექტის განხორციელების შედეგად, როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები გამოიცვალა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა.

კომენტარები
იტვირთება...