ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N13-14-15
კორპუსებთან სრულდება.
პირველ ეტაპზე შიდა კვარტალურ ტერიტორიაზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი მოხდა. ამის შემდეგ მოეწყო გზის ახალი საფუძველი და ასფალტის ორფენიანი საფარი დაგება.
პროექტის შედეგად, 4700-მდე კვ. მ ფართობის გზა მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
აღნიშნულ შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაციის მიზნით, გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 330 000 ლარი დაიხარჯა.