ნუცუბიძის III მიკრორაიონში ლიფტები რეაბილიტირდა

ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე, დაზიანებული ლიფტები, სხვა მისამართებთან ერთად, ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1 კორპუსის და ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ განახლდა. აღნიშნული ორი ლიფტის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 73 192 ლარი გამოიყო.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას იცვლება როგორც ლიფტის მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები.

სულ, ამ დროისთვის, ლიფტების განახლების პროცესი ცხრა მისამართზე დასრულდა.
ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.

ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.

კომენტარები
იტვირთება...