ნუცუბიძის II მიკრორაიონში სამგზავრო ლიფტის და სახურავის რეაბილიტაციის პროექტები დაფინანსდა

ვაკის რაიონის გამგეობის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა გრძელდება.

ნუცუბიძის II მიკრორაიონის IV კვარტლის III კორპუსში სამგზავრო ლიფტის და სახურავის რეაბილიტაციის პროექტები დაფინანსდა. შესაბამისი ბრძანებები ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ გადასცა.

ლიფტის და სახურავის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 102 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად