ნურსულთან ნაზარბაევმა პუტინსა და ზელენსკის ყაზახეთში პირისპირ შეხვედრა შესთავაზა

ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის ყაზახეთში პირადი შეხვედრა შესთავაზა. მისი ვარაუდით, ასეთ პირობებში მხარეები შესაძლოა დონბასში კონფლიქტის მოგვარებაზე შეთანხმდნენ.

”ბატონ ზელენსკის შევხვდი და მას მოვუსმინე. უბრალოდ, გუშინ ვლადიმერ პუტინთან იმ თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობდი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა…მჯერა, რომ ჩვენ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გვჭირდება ”, – თქვა მან პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ნაზარბაევმა აღნიშნა, რომ “ნორმანდიული ფორმატის” გარდა, შესაძლოა დისკუსიაში შეერთებული შტატებიც ჩაერთოს, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ პრობლემა “მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს”.

ნაზარბაევის განმარტებით, ვლადიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინიც დიალოგისთვის მზად არიან.

ოქტომბრის დასაწყისში ვლადიმირ ზელენსკი ე.წ. “შტაინმაიერის ფორმულაზე” ხელმოწერას დათანხმდა. დოკუმენტი დონბასის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არჩევნებში ჩატარებას, ასევე მათთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და კონფლიქტის მოგვარებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად