ნურსულთან ნაზარბაევი: უნდა შევიმუშაოთ მსოფლიო ვალუტა

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, გაეროს სამიტზე ძალების გაერთიანების ინციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს გლობალურ კრიზისთან ბრძოლა და შემუშავდეს მსოფლიო ვალუტა, – აღნიშნულის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა გაეროს 70-ე სესიაზე გააკეთა განცხადება.

"XXI საუკუნეში მსოფლიოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები სჭირდება. აუცილებელია, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყნების ძალები – შევიმუშაოთ ზეეროვნული მსოფლიო ვალუტა, რომელიც მოემსახურება გლობალურ სიმტკიცესა და მსოფლიო განვითარებას", – აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გლობალურ კრიზისთან ბრძოლა "წესრიგის აღდგენითა და მსოფლიო სარეზერვო ვალუტის მიმოქცევაში ჩაშვებით" უნდა დაიწყოს, რომელიც ამ ეტაპზე "არ შეესაბამება კანონიერებასა და დემოკრატიას".

კომენტარები
იტვირთება...