ნურისა და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ნურის და არდაგანის ტბებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტბების ირგვლივ მექანიკური გაწმენდა ხორციელდება. სპეციალისტები ტბებს შლამისაგან, ნარჩენებისა და წყალმცენარეებისაგან ათავისუფლებენ, რაც ტბაში ჟანგბადის მოხმარების გადაჭარბებას იწვევს.

,,ბათუმის წყლის,, თანამშრომლები ტბებზე მონიტორინგსა და გაწმენდით სამუშაოებს ყოველდღიურად ასრულებენ. ასევე რეგულარულად ხორციელდება ქიმიური ანალიზების აღება. შედეგების თანახმად, წყლის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა გაუმჯობესებულია.
ნურისა და არდაგანის ტბების გაწმენდითი სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად