ნუკრი ქანთარია: საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა

“არ ვამბობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ხარვეზები იყო, მაგრამ ეს იმ სახის ხარვეზები იყო, რასაც გავლენა არ ჰქონია, მაგრამ დარღვევების პროცენტი მაღალი არ ყოფილა”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

“რომ თქვათ, ხელისუფლებამ გაყალბება მოითხოვა, ვერ გააყალბებდა, რადგან სხვაობის პროცენტი მაღალია. მაშინ, ბიულეტინი ვედრებით უნდა ჩაეყარათ და ხალხი უბანზე არ უნდა შეეშვათ. ნიკა მელია წარმოუდგენელ რამეს ამბობს და თუ რამე დოკუმენტები და ვიდეო აქვს, გაასაჯაავოს, მაგრამ ორღობის ჭორიკანას დაემსგავსა. თურმე, 90-იან წლებში ქვემეხებით დავდიოდი. იციან, რომ შედეგზე ვერ გავლენ. მათი მეორე განაყოფი გაცილებით რეალურად აღიქვამს მოვლენებს. ესენიც აღიქვამენ, მაგრამ უნდათ, ხალხს საკენკი გადაუგდონ, თითქოს, რაღაცას აპროტესტებენ. ჩხუბის მერე ბაქი-ბუქობენ”- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად