ნუკრი ქანთარია თავდაცვის მინისტრს: მჯერა, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ

„ვერ წარმომიდგენია თავს თვლიდე პოლიტიკოსად, ოპოზიციონერად და თავდაცვის მინისტრთან არ გქონდეს შეკითხვები“.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს ზიანი მიაყენოს და ეროვნული სულისკვეთების განცდა წაშალოს და გააუფერულოს. მათი დარბაზში არ ყოფნის მიზეზი კი ნუკრი ქანთარიას განცხადებით არის ის, რომ მათ არ სურთ თავიანთი მომხრეების თვალში კიდევ ერთხელ გაბითურდნენ. მისივე თქმით, თამამად შიძლება ითქვას, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა საიმედო ხელშია, რაც მინისტრის და მისი გუნდის დამსახურებაა

. „ჩემი ღრმა რწმენით ქართული ჯარი არის საკრალური და უმნიშვნელოვანესია მას ჰქონდეს ეროვნული სულისკვეთება და ეს რომ იყოს გაღვივებული, ამის მიუხედავად არის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს განცდა გააფერმკრთალონ ან სრულად წაშალონ.. ისინი აქ, პირველ რიგებში სხედან ხოლმე და ცდილობენ ზიანი მიაყენონ ყველას და ყველაფერს. დღეს არ ჩანან და არ არიან ერთადერთი მიზეზის გამო, რომ თავისი მომხრეების თვალში კიდევ ერთხელ არ გაბითურდნენ. სხვაგვარად მე ვერ წარმომიდგენია რომ თავს თვლიდე პოლიტიკოსად, ოპოზიციონერად და თავდაცვის მინისტრთან არ გქონდეს შეკითხვები. ჯარს აუცილებლად ჭირდება რამდენიმე თვისება. თავდადება, ერთგულება და სიმამაცე და ეს რომ იყოს უპირველესად ეს უნდა ჰქონდეს სწორედ ხელმძღვანელობას. მინდა დაბეჯითებით ვთქვა, რომ ყველა ეს თვისება გაგაჩნიათ თქვენ და ეს თვისებები გააჩნია თქვენს გუნდს. მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს ეცდებით, რომ არ მოახდინოთ ომის პროვოცირება, მაგრამ თუ ეს მოხდა, იმისიც მჯერა, რომ თქვენ ჯარისკაცებს არ დატოვებთ ბრძოლის ველზე, მჯერა იმის, რომ მტრის თვითმფრინავის დანახვაზე თვალი წითელი ხიდისკენ არ გაგექცევათ და მჯერა, რომ მაქსიმალურად შეეცდებით რომ ჯარი იყოს მუდმივად მზადყოფნაში ქვეყნის დასაცავად. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა საიმედო ხელშია. გისურვებთ თქვენ გუნდს წარმატებას“,-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად