ნუკრი ქანთარია: მომავალში სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი ყველა შემთხვევაში უნდა აღსრულდეს, რადგან მის მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” მიერ პრემიერ მინისტრად მიხეილ სააკაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ  სააკაშვილის მიმართ კანონის აღსრულებას საზოგადოების დიდი ნაწილი აქამდეც ითხოვდა.

„თუმცა, მისი ფანებიც არიან და ისინი დაღონებული იქნებიან. მგონია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების თაობაზე განცხადება კომედიურ ჟანრს სცდილდება, ფსიქიატრიულის განხრით მიდის. სინანულით მინდა ვთქვა, რომ ამ დაწესებულებაში პრემიერებიც არიან, პრეზიდენტებიც, პროკურორებიც, მაკედონელებიც და ნაპოლეონებიც. ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა, მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად ვხედავ, რომელიც შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს ქუდებს, ხელთათმანებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. გუშინ კი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად